ჩვენი საიტის გამოყენებისას იგულისხმება, რომ გაეცანით ჩვენს წესებსა და პირობებს და ამავდროულად ხართ სრულწლოვანი და პასუხს აგებთ ყველა ქმედებაზე, რომელსაც განახორციელებთ ჩვენს ვებ-გვერდზე.
თქვენი პირადი მონაცემების Maronie-ს საიტზე შეყვანისას ავტომატურად მოექცევით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენი გუნდის გარდა, თქვენი მონაცემები არ იქნება ხელმისაწვდომი სხვა გარეშე პირთათვის.
Maronie გთავაზობთ გადაიხადოთ თანხა როგორც კურიერთან/ფოსტის წარმომადგენელთან ნივთის მიღებისას, ასევე წინასწარ ონლაინ-ბანკინგის მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, ფოსტის წარმომადგენელთან თანხის გადახდის შემთხვევაში, ნივთი გადმოგეცემათ მხოლოდ ანგარიშსწორების შემდეგ!
1. თბილისში მიწოდება ხდება იმავე ან მეორე დღეს. შეკვეთის გაფორმებისას გთხოვთ დამატებითი კომენტარის ველში დაგვიტოვოთ ინფორმაცია თუ დაახლოებით რომელ საათებში გსურთ შეკვეთის მიღება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოვერგოთ თქვენს დროს.
2. ძირითად შემთხვევაში, საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მიწოდება ხდება 2-3 სამუშაო დღეში (შესაბამისად შაბათ-კვირა და უქმე დღეები არ ითვლება), თუმცა მაღალმთიან რეგიონებში, ასევე რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისას შესაძლებელია შეკვეთამ დაიგვიანოს. მიწოდება ხდება "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით, შესაბამისად ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენი პროდუქციის ფოსტისათვის გადაცემაზე. ამის შემდეგ ნივთის ჩაბარების პასუხისმგებლობა გადადის "საქართველოს ფოსტაზე". შეკვეთის მოტანამდე ფოსტა აუცილებლად დაგიკავშირდებათ ტელეფონის საშუალებით. თუ თქვენსა და ფოსტას შორის კომუნიკაცია ვერ შედგა, დაუყონებლივ დაგვიკავშირდით, რათა შეკვეთა უკან არ დაგვიბრუნდეს. გაითვალისწინეთ, ჩვენ ვერ ვარეგულირებთ თუ რომელ დღესა და საათზე ჩაგბარდებათ შეკვეთა!
3. თბილისში მიწოდების სერვისის ღირებულება არის 5 ლარი, ხოლო რეგიონებში 7 ლარი, რომელსაც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში იხდით, მიუხედავად იმისა დაიტოვებთ თუ არა პროდუქციას.
4. შეკვეთის მიღებისას აუცილებლად შეამოწმეთ ნივთი და ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ დაგვიკავშირდეთ. სხვა შემთხვევაში იგულისხმება, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ შენაძენით და იტოვებთ ნივთს.
5. თუ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი ან/და მიღებული შეკვეთა თავისი მახასიათებლებითც (ფერი, ზომა...) რადიკალურად განსხვავებულია იმ ნივთისაგან, რომელიც თქვენ შეუკვეთეთ დაუყონებლივ დაგვიკავშირდით, რათა ნივთი შეგიცვალოთ ან დაგიბრუნოთ თანხა. მცირე ქარხნული წუნის არსებობისას, სურვილისამებრ შესაძლებელია ფასდაკლებაც.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხზე უნდა დაგვიკავშირდეთ დაუყონებლივ, ნივთის ჩაბარებისა და შემოწმებიდან გონივრულ პერიოდში (იმავე დღეს). ჩვენ უფლებას ვიტოვებთ რამდენიმე დღის შემდეგ დაფიქსირებული პრეტენზია განვიხილოთ კრიტიკულ ჭრილში, რის შედეგადაც შესაძლოა საკითხი არ გადაწყდეს თქვენს სასარგებლოდ.
6. არსებობს მცირე რისკი იმისა, რომ თქვენი მონიტორის მიერ აღქმული ფერები შესაძლებელია ოდნავ განსხვავებული იყოს რეალურად ფოტოზე გამოსახული პროდუქციისაგან. ასეთ მცირე რისკზე პასუხს არ ვაგებთ. ონლაინ გამოწერისას მუდმივად არსებობს რისკი, რომ თქვენს მიერ გამოწერილი პროდუქცია შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს იმ მოლოდინისაგან რაც თქვენ გაქვთ და ეს რისკი მთლიანად თქვენი პასუხისმგებლობაა. ამასთანავე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი შემთხვევები ჩვენთან, როგორც წესი არ ხდება.
7. თუ შეკვეთისის მიღებისას და შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ იგი შეესაბამება თქვენს მიერ გამოწერილი პროდუქციის მახასიათებლებს, მაგრამ მოგესურვათ მიღებული შეკვეთის სხვა მოდელში გადაცვლა, ასეთ შემთხვევაში გადაცვლის ღირებულება იქნება 10 ლარი.
8. ჩვენთან შეძენილ პროდუქციას არ მოყვება გარანტია.
9. დამატებითი მომსახურების ღირებულება ემატება პროდუქციის საფასურს.
10. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მოთხოვნა-მიწოდების ხარისხიანი რეგულირების მიზნით, ვებ-გვერდზე განთავსებულ პროდუქციას ნებისმიერ დროს შევუცვალოთ ღირებულება.