დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა

კალათა (0)

ჯამური ფასი:

0b

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

"მარონიე" არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ცდილობს მომხმარებლებს შეთავაზოს სხვადასხვა სახის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია 2022 წლის იანვარში ჩამოყალიბდა, ჩვენ უკვე წარმოვადგენთ კონკურენტუნარიან, სწრაფადგანვითარებად, სანდო კომპანიას, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია მოხმარებლისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. 

უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი მომხმარებლების ინტერესები და მათთვის ყოველთვის გვაქვს განსაკუთრებული პირობები, შეთავაზებები და ფასდაკლებები!

ჩვენი პროდუქციის შეძენისას შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ მაქსიმალური კომფორტი და შესაძლებლობა, რათა სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების არსებობისას, შეცვალოთ, გააუქმოთ ან მიიღოთ განსაკუთრებული ფასდაკლება თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციაზე. აღნიშნული დეტალების უკეთ გასაცნობად, გთხოვთ იხილოთ სექცია "წესები და პირობები".

თქვენი პირადი მონაცემების Maronie-ს საიტზე შეყვანისას ავტომატურად მოექცევით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენი გუნდის გარდა, თქვენი მონაცემები არ იქნება ხელმისაწვდომი სხვა გარეშე პირთათვის.

გახსოვდეთ, თქვენი მოსაზრებები ჩვენი განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომაც ყოველთვის მზად ვართ მოგისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი შეხედულებები!

კარგ შენაძენს გისურვებთ!

ჩვენს შესახებ